საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩეხეთში პროფესიული სწავლების კურსი გაიარეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მათ მონაწილეობა მიიღეს ტყის ხანძრებთან ბრძოლისა და სახანძრო უსაფრთხოების პრევენციის კურსში.
სასწავლო კურსში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი მეხანძრე-მაშველი და ზედამხედველობის დეპარტამენტის ხუთი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ხუთდღიანი სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს. კურსის ფარგლებში, ჩეხი ექსპერტების მიერ დეტალურად იქნა განხილული ტყისა და ურბანულ ხანძრებზე რეაგირების სპეციფიკა და საერთაშორისო პრაქტიკა სხვადასხვა სახანძრო-სამაშველო მიმართულებით.
მონაწილეებმა, პრაქტიკული სწავლების პარალელურად, ჩეხ კოლეგებთან გამოცდილება გაცვალეს და ჩეხეთის სამაშველო-სასწავლო სისტემასა და შესაბამის ინფრასტრუქტურას გაეცნენ.
სწავლება საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
Previous: რეზერვისტებმა რაბათის ციხეზე ფიცი დადეს

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში