საგანგებო ზომები სამთავრობო კვარტალში – აქციამდე 19 საათით ადრე

სამთავრობო კვარტალში პოლიციის ლენტებს აბამენ. თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩებზე საპარკინგე ადგილები მთლიანად ჩაკეტეს. მოსახლეობას, ვინც ადგილზე ცხოვრობს, სთხოვენ მანქანების გაყვანას და მიზეზს არ უხსნიან. საგანგებო ზომები იმ ქუჩებზე მიიღეს, რომელიც რუსთაველის გამზირს უკავშირდება.
“პირველების” კითხვას, რას ემსახურება საგანგებო ზომები, პოლიციის ნაწილი არ პასუხობს, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ სამზადისი დაანონსებულ აქციას უკავშირდება.
“არ ვაჩერებინებთ მანქანებს საჭიროებიდან გამომდინარე, აქციასთან დაკავშირებით მობილიზებულია -ს მანქანები და რომ ვუზრუნველყოთ საზოადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, საჭიროა, რომ ასე იყოს თავისუფალი გზა, – ამბობს ერთ-ერთი სამართალმდაცველი.
სავარაუდოდ, აქციის მონაწილეების მისვლამდე, სწორედ, საპოლიციო ძალების მობილეზებისა და მათი დისლოკაციების ადგილების მოსაწყობად სჭირდებათ ქუჩების გასუფთავება, თორემ, აქცია ხვალ 16 საათზეა დაანონსებული.