საგანგებო ვითარება რუსეთის ბრიანსკის ოლქში

რუსეთის მთავრობამ 9 ოქტომბერს, ბრიანსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რუსეთის დასავლეთში მდებარე ამ ოლქთან დაკავშირებით, ამბობს, რომ ღამით იქ იერიში იარაღის არსენალზე მიიტანა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მათ ბრიანსკში დაარტყეს არსენალს, რომელშიც ინახებოდა სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღებისთვის საჭირო საბრძოლო მასალა. მათ შორის, სახელდება ჩრდილოეთ კორეიდან მიწოდებული მასალა, ასევე – მართვადი რაკეტები.
თავად რუსეთში, ბრიანსკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს განცხადებით, ოლქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი “ასაფეთქებელ ობიექტთა დეტონაცია” გახდა. და ჩრდილოეთ კორეა უარყოფენ ორ ქვეყანას შორის შეიარაღების მიწოდებას, თუმცა ასევე აღნიშნავენ, რომ მათ შორის სამხედრო სფეროში ურთიერთთანამშრომლობა ძლიერდება.
ბრიანკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში “არსენალი” ნახსენები საერთოდ არ არის. განცხადებაში ნათქვამია, რომ სიტუაცია ამჟამად კონტროლს ექვემდებარება. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა სოციალურ ქსელ “ტელეგრამზე” განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ბრაიანსკის თავზე 24 დრონი გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ