საგანგაშო არაფერი ხდება, ცირკულირებს A ტიპის გრიპის ვირუსები – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში A ტიპის გრიპის ვირუსები ცირკულირებს.
ამასთან, იმნაძე დასძენს, რომ ქვეყანაში საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება.
„ბოლო კვირაში ძირითადად ცირკულირებდა A ტიპის გრიპის ვირუსები. საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება, არ სცილდება ეპიდემიურ ზღვარს. ყველაზე კარგი დაცვა, რა თქმა უნდა, არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ჩინეთში იმაზე ნაკლებია შემთხვევები, რაც შარშან ამ პერიოდში იყო. ჩინეთშიც, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში A ტიპის ვირუსია წამყვანი და ამან გამოიწვია ზოგიერთ რეგიონში ეპიდემიური მატება“, – აღნიშნავს იმნაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს