“საგანგაშოა – კვარაცხელია ამ ორ ადამიანზე ძალიან დამოკიდებულია” – “ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩას შესაძლო ტრანსფერის გამო უკმაყოფილოა

სპორტულმა მენეჯერმა და „ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯოვანი (ჯანი) იმპორტამ რადიო Kiss Kiss Napoli-ს ეთერში ს პსჟ-ში შესაძლო გადასვლის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და ქართველის ტრანსფერში „მთავარი დამნაშავეები“ დაასახელა:
„კვარაცხელიას შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციებმა გული დამწყვიტა. ამ ფეხბურთელს ყველა ასპექტში უზომოდ ვაფასებ. ახლა ეს ტრანსფერი აუცილებელი არ არის. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს „ნაპოლის“ მიმართ უბრალოდ საგანგაშო მოქმედებაა.
მაცნობეს, რომ ხვიჩა თავისი მამის და აგენტის მსხვერპლია. იმედი მაქვს, „კვარა“ დაასახელებს იმ პიროვნებას, რომელმაც გადაწყვეტილება მიაღებინა, მაგრამ მამის პატივისცემის გამო, ამაზე
ჯერ არაფერი უთქვამს. ის ამ ორ ადამიანზე ძალიან დამოკიდებულია. ერთი მისი მშობელია, მეორეს კი პირადი ინტერესები გააჩნია“.