საგამოძიებო TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური TV პირველის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საგამოძიებოს თანახმად, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოიკითხა გ.ლ, ასევე მოხდა მისი სახლის ჩხრეკა. გარდა ამისა, გამოკითხვაზე დაბარებულია ლ.თ, “რომლის შემთხვევის ადგილას შესაძლო ყოფნის თაობაზე ინფორმაცია მედიით გავრცელდა”.