საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება – გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში სამი პირი მიეცა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ბრალდებულებმა, რომელთაგან ერთ-ერთი მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში, უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტესტირების ჩატარების პროცესში, ოფიციალურად დადგენილი გადასახადის გარდა, მოქალაქეს დამატებით მოსთხოვეს და გამოართვეს 250 ლარი, რომლის სანაცვლოდაც, ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიში გასცეს.
მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კალანდარიშვილი დავით კირთაძეზე – ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში და სამუდამოდ ჩამოიკიდა სახელი, რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება – არ არსებობს ხელშესახები გარემოება, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული