საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, სისხლისამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს – 1 499 116 ლარის ოდენობით.
„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218 – ე მუხლის მეორე ნაწილით. რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების ღკვეთას 5 – დან 8 წლამდე ვადით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.