საგამოძიებო სამსახური: დავაკავეთ კაცი, რომელიც ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეზე 46 წლის კაცი დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
უწყების ცნობითვე, ბრალდებული ქალს ფარულად გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდა.
“ბრალდებულმა ქალს სასტუმროში სქესობრივი კავშირის დროს მობილური ტელეფონით ფარულად ვიდეო გადაუღო, ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ კი დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფარულად გადაღებული კადრების ნათესავებში გავრცელებით ემუქრებოდა.
ბრალდებულმა დაზარალებულ ქალს ღამით საცხოვრებულ სახლში მიაკითხა და ბავშვების და ოჯახის სხვა წევრების სახლში ყოფნის დროს შესვლას ცდილობდა”, – ვკითხულობთ საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
უწყების განცხადებით, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რის შემდეგაც კაცი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე – თავდაცვის მინისტრს, სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს, დიპლომატებს დავავალე, დაუკავშირდნენ კოლეგებს შტატებში და ოფიციალური ინფორმაცია მიიღონ

გიგა ბოკერია – „ქართული ოცნების“ ინიციატივები არის დრაკონული და სამარცხვინო – რაც შეეხება მედიის შესახებ კანონს, შინაარსობრივ რეგულაციებზე გადასვლა, რომელიც აქამდე თვითრეგულირებაზე იყო, ნიშანია, რომ ჩაახშოს მედიის ხმა