საგამოძიებო კომისია – 2003 წლის 22 ნოემბერს ქვეყანაში ხელისუფლების მიტაცების პროცესი განვითარდა და იმავე დღეს “ვარდების რევოლუციად“ მოინათლა

2003 წლის 22 ნოემბერს ქვეყანაში ხელისუფლების მიტაცების პროცესი განვითარდა და იმავე დღეს “დ“ მოინათლა, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთარ დასკვნაში წერს.
პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში “ვარდების რევოლუცია“ სახელმწიფო გადატრიალებად არის შეფასებული.
“კეთილის ბოროტზე გამარჯვების ნიშნად, რევოლუციის თარიღად 23 ნოემბერი – გიორგობა, გამოცხადდა.
რამდენიმე წლის შემდეგ, ბიზნესის რეკეტისა და არაერთი კერძო მესაკუთრის უფლებების უხეში დარღვევების ხარჯზე აგებული პრეზიდენტის სასახლის ფასადზე მიხეილ სააკაშვილმა დააწერა რუსთაველის აფორიზმი – „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“, რასაც “ვარდების რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების თარიღის აღნიშვნისას სიამაყით იხსენებდა ხოლმე.
აფორიზმს “ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე იყენებს ახალ-ახალი რევოლუციური მცდელობების დროს.
2003 წლის 23 ნოემბერს, დილის საათებში, საქართველოს ს ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი ეწვია, რომელიც შეხვდა როგორც ოპოზიციის ლიდერებს, ასევე ედუარდ შევარდნაძეს, სიტყვით გამოვიდა ოპოზიციის მხარდამჭერ მრავალათასიან მიტინგზე, შემდეგ კი ბათუმში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურ ასლან აბაშიძესთან შესახვედრად გაემგზავრა.
ედუარდ შევარდნაძემ, რომელსაც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 2 წელი ჰქონდა დარჩენილი, 2003 წლის 23 ნოემბრის დღის ბოლოს განაცხადა, რომ „მიდიოდა სახლში“ ისე, რომ დღემდე არ არსებობს მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოცემული აქტი. თუმცა, არც ამ დროს და არც შემდგომ, რეალობასა და დოკუმენტებს არც “ნაციონალური მოძრაობისთვის“ ჰქონია რამე მნიშვნელობა და არც მისი დამხმარე გარე ძალებისთვის.
გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთებისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის შეხვდა მიხეილ სააკაშვილსა და ს და უკვე ხედავდა, რომ “ეს ყველაფერი უსისხლოდ არ ჩაივლიდა“, თუკი ის გამოიყენებდა ძალას, რომლის გამოყენების უფლებაც ჰქონდა და ჯობდა, რომ გადამდგარიყო, რათა მიმდინარე პროცესები მშვიდობიანად დასრულებულიყო.
2003 წლის 24 ნოემბერს -ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა, ნინო ბურჯანაძესთან სატელეფონო საუბრისას, მხარდაჭერა აღუთქვა „ვარდების რევოლუციის“ ლიდერებს.
2003 წლის 3 დეკემბერს კი თბილისში ვიზიტით კვლავ ლინ პასკო ჩამოვიდა. “ჩემი წინა ჩამოსვლის შემდეგ, ორი კვირის მანძილზე მრავალი რამ შეიცვალა. პრეზიდენტმა ბუშმა და მდივანმა პაუელმა თავიდანვე მიულოცეს გამარჯვება ახალ ხელისუფლებას“, – განაცხადა მან.
საქართველოში სრულიად ახალი, იმედებით სავსე პერიოდი დაიწყო“, – წერია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.