საგამოძიებო კომისია შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ და ნებისმიერი პირი, ეს იქნება გახარია თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, კანონით ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ

საგამოძიებო კომისია შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ და ნებისმიერი პირი, ეს იქნება გახარია თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, კანონით ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ
საგამოძიებო კომისია მუშაობას ხვალიდან განაახლებს. გაფართოებული მანდატის ფარგლებში სხდომაზე დაბარებულია გიორგი გახარია. კანონმდებლებს ექსპრემიერთან შეკითხვები აქვთ, -ისა და პრემიერობის პერიოდში გაწეულ საქმიანობასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მათ შორისაა 20 ივნისის მოვლენებიც.
საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაციის დაგეგმვა და განხორციელება – ეს ის მთავარი საკითხია, რომელზეც კითხვები კანონმდებლებთან ერთად სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს. დიდმა პალატამ დაადგინა, რომ სახელმწიფოს მოქმედებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ინტერესის თემა მხოლოდ აქციის დაშლის ოპერაციის, დაგეგმვის ტაქტიკა და მისი განხორციელებაა. უპასუხებს თუ არა გახარია, საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს, ჯერჯერობით უცნობია.
მმართველი გუნდი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიაზე დაბარებულ პირებს, მათ მიმართ არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც მოუწევთ.
“საგამოძიებო კომისია შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ და ნებისმიერი პირი, ეს იქნება გახარია თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, კანონით ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ. სხვა შემთხვევაში, იქნება სამართლებრივი ფორმები მიღებული და შესაბამისად, აღიძრება საქმე მათ მიმართ, ვინც არ გამოცხადდება. თუ რატომ არ ცხადდებიან – საზოგადოებისთვის არის ნათელი, იქ არის კითხვები, რომელსაც სვამს საგამოძიებო კომისია და მათ არ აქვთ პასუხები ამ კითხვებზე. აქედან გამომდინარე ცდილობენ თავის არიდებას”, – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ჭეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მზად ვართ, მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი, შემდეგ კი ფაქტებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვის საფუძველი წელსვე