საგამოძიებო კომისია “გამოუცხადებლობის გამო” ბადრი ჯაფარიძის საქმეს პროკურატურას გადასცემს

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია ლელოს ლიდერის ბადრი ჯაფარიძის საქმესაც პროკურატურაში გაგზავნის. გადაწყვეტილება არალეგიტიმურ, ერთპარტიულ პარლამენტში მიმდინარე კომისიის სხდომაზე არალეგიტიმურმა დეპუტატმა თეა წულუკიანმა დააყენა და მას მხარი დაუჭირეს.

მისი თქმით, მიზეზი ბადრი ჯაფარიძის გამოუცხადებლობაა.

“ვინაიდან სხვა გამოსავალი აღარ აქვს კომისიას სამართლებრივად და პროცედურულად, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებული ნიშნები, სავარაუდოდ, უკვე არის სახეზე, დანარჩენს პროკურატურა შეაფასებს, ეს აღარ არის ჩვენი საქმე და გთავაზობთ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი ბატონი ბადრი ჯაფარიძის ამ კონკრეტული ქმედების, თუ უმოქმედობის საკითხი, გადავაგზავნოთ დღის ბოლომდე პროკურატურაში”- თქვა წულუკიანმა.
25 მარტს კომისიამ გადაწყვიტა, რომ პროკურატურას იმავე მიზეზით გადასცეს მამუკა ხაზარაძის საქმეც.