საგამოძიებო კომისიას შედეგი აუცილებლად ექნება – ხალხი პროცესითაც ისიამოვნებს – მათ გავახსენებთ ბევრ რამეს, რაც ნაცმოძრაობას გაუკეთებია, შემდეგ კი „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, ქართულ პოლიტიკას სამართლებრივად ჩამოშორდება

საგამოძიებო კომისიას შედეგი აუცილებლად ექნება – ხალხი პროცესითაც ისიამოვნებს – მათ გავახსენებთ ბევრ რამეს, რაც ნაცმოძრაობას გაუკეთებია, შემდეგ კი „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, ქართულ პოლიტიკას სამართლებრივად ჩამოშორდება
„ნაციონალურ მოძრაობას ოპოზიცია უკვე დიდი ხანია აღარ ჰქვია. ის არის სახელმწიფოს ოპოზიციაში. შესაბამისად, საგამოძიებო კომისიას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი – როგორც გერმანიას თავის დროზე ნიურნბერგის პროცესმა ჩამოაცილა ნაციონალ-სოციალისტური, ფაშისტური პარტია, რის შემდეგაც ამოისუნთქა გერმანიამ და დაიწყო ნორმალური განვითარება, ასე უნდა მოხდეს ჩვენს შემთხვევაშიც“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგი აუცილებლად დადგება და „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, ქართულ პოლიტიკას სამართლებრივად ჩამოშორდება. „არამარტო „ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“, ან ჩვენი მომხრეები, არამედ ჩვენი მოწინააღმდეგეებიც კი იმას აღნიშნავენ, თუ რით ვერ დასრულდა კოლექტიური ნაცმოძრაობის ბოგინი ქვეყანაში. არადა, ვერ დასრულდება, სანამ სამართლებრივად იარსებებს ეს პარტია.
კოლექტიური ნაცმოძრაობა არათუ სხვა პარტიებს, მათგან გასულ პარტიებსაც კი არ აძლევს განვითარების საშუალებას. მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები მოსაძებნიც არ არის – საერთაშორისო სასამართლოებშია ისეთი დასკვნები მიღებული, რომ მხოლოდ ისინია საკმარისი, ეს პარტია რომ გააუქმო, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია. ამ კომისიის მუშაობის შედეგი აუცილებლად დადგება – ხალხი პროცესითაც ისიამოვნებს – მათ გავახსენებთ ბევრ რამეს, რაც ნაცმოძრაობას გაუკეთებია, შემდეგ კი „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, ქართულ პოლიტიკას სამართლებრივად ჩამოშორდება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს