“საგამოძიებო დამირეკეს, ცივი იარაღი გქონდაო, შემდეგ, მუხლი შეცდომით გითხარითო. მესამეჯერ მითხრეს – აგვერიეო” – აქციის მონაწილე –

სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დამირეკეს, ცივი იარაღი გქონდა და ათამაშებდიო, ასევე, პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდიო, მეორე ჯანდაბას, მაგრამ პირველი ისეთი ბრალდებაა და ისეთი მუხლი წამიყენეს, პირდაპირ დავეჭირე, ასე თუ პრობლემატურები, რაღას მიგონებდნენ. შემდეგ დამირეკეს, მუხლი შეცდომით გითხარითო. მესამეჯერ მითხრეს, სახის იდენტიფიცირება ახლა მოხდა და აგვერიე, მომავალ შეხვედრამდეო. ანუუუუ, ეგრევე მე დამაცხრნენ, გარკვევის გარეშე. მოდი, ჯერ თქვენ ჩამოყალიბდით და საბოლოოდ, რა გინდათ, გამაგებინეთ. ასე აპირებენ ჩემი და ჩემი მეგობრების დაშინებას, ტყუილი ბრალდებით.. შეშინებული ნატალი ჯერ არავის უნახავს“