საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა ხვალიდან, 20 ივნისიდან იქნება შესაძლებელი – ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„რა უნდა ვიცოდეთ საგამოცდო ბარათების შესახებ❓
რჩევა გამოსაცდელებს:
🔹საგამოცდო ბარათზე მითითებულია ინფორმაცია გამოცდის თარიღის, ადგილისა და რეგისტრაციის დაწყების თაობაზე;
🔹დაკარგვის შემთხვევაში, საგამოცდო ბარათი შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ამობეჭდოთ თქვენი სარეგისტრაციო გვერდიდან (online.naec.ge);
🔹საგამოცდო ბარათი შეგიძლიათ დაბეჭდოთ შავ-თეთრად. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ იკითხებოდეს;
🔹შესაძლებელია ბარათის გადაკეცვა, თუმცა ისე, რომ არ დაზიანდეს მასზე დატანილი შტრიხკოდი;
და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ყურადღებით გაეცნოთ ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, რადგან დაგვიანების შემთხვევაში, ან სხვა დღეს გამოცხადებისას გამოცდაზე აღარ დაიშვებით.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
