საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა მიხეილ ყაველაშვილის მოხსენების დასრულებისთანავე დასრულდა – უმრავლესობას სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობით არ უსარგებლია

პრეზიდენტის პოსტზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული ს საპარლამენტო მიმართვის შემდეგ, მმართველ უმრავლესობას სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობით არ უსარგებლია.
საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ყაველაშვილის მოხსენების დასრულებისთანავე დასრულდა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად კი, პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოდიან. მათ 10-წუთიანი მიმართვის შესაძლებლობა აქვთ.
ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის გარდა, საპარლამენტო ტრიბუნით სარგებლობის უფლება პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის“ ხელმძღვანელსაც ჰქონდა, თუმცა ყაველაშვილის მოხსენების შემდეგ, სიტყვით არავინ გამოსულა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყაველაშვილს მოხსენებისთვის და მის მიერ გაკეთებული შეფასებისთვის მადლობა გადაუხდა და პარლამენტის სხდომა ამით დაიხურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისარი მარტა კოსი – „უკრაინა-დაუყოვნებლივ!“ – ეს იყო ჩემი პასუხი შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა ევროკავშირში – ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის

კესტუტის ბუდრისი პუტინზე – შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში, მე ამას არ ვიზამ, შესაძლოა ევროპელი ლიდერებიდან ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან საერთო საკითხის განსახილველად