საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში ახალი მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები პირობას დებენ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი შეიქმნება. ეს იქნება დაწესებულება, რომელიც ოთხი მიმართულებით იმუშავებს და მთავარი მიზანი იქნება მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა გაიგოს საბჭოთა რეპრესიებისა და იმ პოლიტიკის შესახებ, რომელმაც საქათველოს დაღი დაასვა. საამისოდ კი საჭიროა იმ საბჭთოთა არქივებზე დაბრუნდეს წვდომა, რომელიც დღეს ჩაკეტილია.
“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ შესთავაზა არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს ეს მემორანდუმი, რომელსაც აქვს რამდენიმე პრიორიტეტი: პირველი, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დაარსებას პარლამენტის ქვეშ, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოებასთან, სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობით აუციბელად და ექნება რამდენიმე პრიორიტეტი. პირველი, ეს არის ლუსტრაცია. სრულფასოვანი ლუსტრაცია, სამწუხაროდ, არ განხორციელებულა და დიდი დაგვიანებით ეს უნდა მოხდეს. ამავე დროს, ლუსტრაცია არ უნდა იყოს სადამსჯელო ღონისძიება და უნდა გათვალისწინებული იქნეს საუკეთესო პრაქტიკა იმ ქვეყნებისა, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ. მეორე, ეს არის საბჭოთა პერიოდის არქივების მაქსიმალურ გახსნას, სამინისტროებიდან გამოტანა და ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტისთვის დაქვემდებარება,” – ამბობს „სოვლაბის“ პროექტის მენეჯერი გიორგი კანდელაკი.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მემორანდუმს კოალიცია “ცვლილებისთვის”, კოალიცია “ძლიერი საქართველო” და კოალიცია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” აწერენ.
“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ერმა საკუთარი ისტორია იცოდეს, განსაკუთრებით კი იმ მტკივნეული ეპოქის შესახებ, რასაც საბჭოტა ტოტალიტარიზმი ჰქვია.
ოპოზიციის წევრი ასევე ხელისუფლებას საბჭოთა არქივის დაკეტვის გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ “ოცნების” ხელისუფლება რუსეთის ინტერესების სამსახურშია.
“ეს იქნება ერთ-ერთი მძალვრი ნაბიჯი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ამოცანებს, რაც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას, რომ კვლევაზე დაფუძნებით ერმა იცოდეს თავისი ისტორია. განსაკუთრებით მტკივნეული ისტორიული ეპოქის შესახებ, რომელიც არის საბჭოთა ტოტალიტარიზმი, რომლის არქივები დღეს არ არის ხელმისაწვდომი არც მკვლევარებისთვის და არც დაინტერესბული საზოგადოებისთვის და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც ქართულ ეროვნულ ინტერესს კი არ ემსახურება, არამედ ემსახურება რუსულ ინტერესებს, – ამბობს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებას უკვე ორი წელია ყოფილი საბჭოთა უშიშროების არქივი დახურული აქვს. ყოფილი ე.წ. კაგებეს და ყოფილი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივები 2023 წლის შემდეგ ჩაკეტილია. თვეებია სუკის საცავების გახსნას მკვლევარები ითხოვენ, მაგრამ უშედეგოდ. ოპოზიციას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პრორუსულ მთავრობას არ უნდა, საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იდგა საბჭოთა რეპრესიების უკან, ვინ ხვრეტდა ადამიანებს სამშობლოს დაცვის გამო და ვინ ანგრევდა მეოცე საუკუნის საქართველოს.