საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან პროტესტი დასრულებულია – ადგილზე კვლავ რჩებიან სამართალდამცველები

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც პოლიტიკოსები და მოქალაქეები სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, პროტესტი დასრულდა. ადგილზე კვლავ რჩებიან სამართლადამცველები.
როგორც, ერთ-ერთმა აქტივისტმა განაცხადა, კომისიის წევრები “გვერდითა შესასვლელიდან გაიპარნენ”.
მოქალაქეების თქმით, არ აპირებენ “მოპარულ არჩევნებს შეეგუონ”.
“ჩვენ დავიბრუნებთ სამშობლოს”,- განაცხადეს მათ.
მოქალაქეები საოლქო კომისიასთან იმისათვის მივიდნენ, რომ კიდევ ერთხელ გაეპროტესტებინათ არჩევნების შედეგები.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მეტრეველი: ბოლოს და ბოლოს, თუ ასე გწყუროდათ დებატები, თქვენს ტელევიზებში მოგეწვიათ ოპოზიციონერები და დამსხდადირიყავით მათთან სადისკუსიოდ. თუ თქვენს ტელევიზებსაც გვარამია მართავდა?