საბურთალოს რაიონში, ოსეთის ქუჩაზე წყალსადენისა და წყალარინების ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ოსეთის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე სრულად განახლდება 600 მეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალსადენისა და წყალარინების ქსელები.
„ამასთან, მოეწყობა ახალი საკვანძო ჭები, სახანძრო ჰიდრანტები და დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.
სარეაბილიტაციო პროექტი კომპანიამ 2025 წლის აპრილში დაიწყო და მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაასრულებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 400 000 ლარს შეადგენს.
რეაბილიტაციის შედეგად, საბურთალოს რაიონში, ოსეთისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება „ჯივიპის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიური რეჟიმით განახორციელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…