თბილისში, საბურთალოს რაიონში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაჭრას, წინ ორ ახალგაზრდა ბიჭს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. უწყების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
