საბურთალოზე რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

12 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ტყვარჩელის ქ. N2-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 12 ივნისის 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში:
კვერნაძის, აკურის, ალექსიძის, ტყვარჩელის,აფაქიძის, ასლანიდის (ალმასიანი), ბერბუკის ქუჩებს.

ასევე დაგაინტერესებთ