თბილისში, საბურთალოზე, ახალი კლინიკა – ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა.
როგორც “ვივო მედიქალ ჯგუფის” ხელმძღვანელი, გიორგი ყიფიანი BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, ახალი კლინიკა სრულად გადაიარაღებულია ახალი ტექნოლოგიებითა აღჭურვილია 100 საწოლით.
მისი ინფორმაციით, პროექტის წარმოება 3 წლის წინ დაიწყეს და მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, პროექტი მაინც წარმატებით განხორციელდა.
„ჟორდანიას ინსტიტუტს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. ის ერთ-ერთი პიონერი იყო რეპროდუქციულ მედიცინაში, ჩვენს მთელ რეგიონში. მას შემდეგ, რაც “ჟორდანიას კლინიკა” “ვივო მედიქალ ჯგუფმა“ შემოვიერთეთ, კლინიკის გადაიარაღება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა დავიწყეთ, რამაც გვაჩვენა, რომ საკმაოდ დიდი წარმატება მიიღწევა, თანამედროვე ტექნოლოგიების ფეხდაფეხ მიყოლით.
კლინიკა საბურთალოზე მდებარეობს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ ტერიტორიაზე სამედიცინო სერვისები მრავლად არ იყო წარმოდგენილი. ამასთან, დავძენდი იმასაც, რომ კლინიკა ნუცუბიძის პირველ პლატოზეა, შესაბამისად გარემო არის მშვიდი, რაც პაციენტებს დიდ კომფორტს უქმნის. ამჟამად, ჩვენ საერთაშორისო აკრედიტაციაზე ვმუშაობთ, რათა პაციენტების სერვისსა და უსაფრთხოებაზე იყოს მორგებული. რაც შეეხება ინვესტიციას, ინვესტიცია ეტაპობრივად განვახორციელეთ და ის, 12 მლნ დოლარის ფარგლებში იყო. რითაც, ჩვენ უკვე არსებული შენობა შევიძინეთ, სადაც ადრე ნიუტონის სკოლა იყო. ამ ტერიტორიის განლაგება, ძალიან კარგად მოერგო სამედიცინო დაწესებულებას.
მოგეხსენებათ, მედიცინას უძრავ ქონებაზე ამონაგები არც თუ ისე მაღალი აქვს. თუმცა, სამედიცინო სფეროში ეს მუდმივი პროცესია და მთელი ამონაგების რეინვესტირება ხდება. სხვა შემთხვევაში ვერ დაეწევა ვერც ერთ გამოწვევებს“,- აცხადებს ყიფიანი.