პროკურატურის მოთხოვნით, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ზურა ჯაფარიძეს 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს და ამავდროულად, ჩამოართვეს პირადობის მოწმობა და პასპორტი. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გამოაცხადა.
პოლიტიკოსს ჯერ არ გადაუწყვეტია, გადაიხდის თუ არა შეფარდებულ გირაოს.
„ჩემი აზრით, [აღკვეთის ღონისძიება] უკავშირდება დღეს კოალიციაში გამართულ ბრიფინგს, სადაც ვილაპარაკეთ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ადამიანების წინააღმდეგ სისტემური წამებისა და ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ“, – თქვა ზურა ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
მასალა განახლდება
ფორუმი




