საბოლოო ჯამში, ის, ვინც ბოიკოტი გამოაცხადა და აირჩია საპარლამენტო პროცესის გარეთ დარჩენა, უბრალოდ, აღმოჩნდება პოლიტიკურად განადგურებული, თვითლიკვიდაციის რეჟიმია ჩართული

საბოლოო ჯამში, ის, ვინც ბოიკოტი გამოაცხადა და აირჩია საპარლამენტო პროცესის გარეთ დარჩენა, უბრალოდ, აღმოჩნდება პოლიტიკურად განადგურებული, თვითლიკვიდაციის რეჟიმია ჩართული
სიმართლე გითხრათ, ჩანაწერებიდან ჩემთვის სიახლე არაფერი ყოფილა, ლაპარაკია იმაზე, რასაც ხელისუფლება სულ ამბობს, მეთოდოლოგიაზე, რომლითაც დღეს საქართველოში ოპოზიციური მოძრაობაა დაკავებული, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ორგანიზებული ჯგუფები სხვადასხვა სახელწოდების ქვეშ, დაბრენდილი, რომლის რაღაც ნაწილი ყოველდღე უზრუნველყოფს, რომ უნდა გაჩნდეს სათაური – რუსთაველი დღეს ისევ გადაიკეტა. ჩვენ უკვე დავემსგავსეთ რაღაც აბსურდის თეატრს და შევდივართ ერთგვარი პოლიტიკური ოპერეტას ჟანრში. ბატონმა პაატა ბურჭულაძემ დღეს უკვე ერთი სცენა შეცვალა მეორე სცენით. ახალი ამ მხრივაც არაფერი არ იყო, რადგან ეს ძალიან ნაცნობი მეთოდიკაა, ნებისმიერი გარე მოკავშირის, უცხოური ძალის მოძებნა, რომელიც დაეხმარება. ოთხი მეილი აქვს მე მგონი უჩა ნანუაშვილს გაგზავნილი რაღაც დეტალური პროექტებით, აღწერილობებით, თუ დაფინანსების მოთხოვნით და ბუნებრივია, ეს არის ის მიდგომა, რომლითაც სამწუხაროდ, გამოირჩეოდა ეს ოპოზიციური სპექტრი. ს შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდა.
არჩევნებამდე თუ ეს მაინც რაღაც შენიღბული იყო, რაღაც მაღალფარდოვანი სახელი ერქვა, პროექტი, დაფინანსება, დემოკრატიის გაძლიერება, თემის მობილიზება და ამგვარი სახელწოდებები, დღეს საბოლოო ჯამში გამოჩნდა, რომ ეს არის სტრუქტურა, კოორდინირებული, ერთგვარი ენჯეო ველი, რომლის გამოკვება და ფინანსების უზრუნველყოფა არის ნომერ პირველი ამოცანა. ეს არის პირდაპირ პოლიტიკაში და წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩადებული ფული, თუმცა მას შემდეგ, რაც ამერიკაში ხელისუფლება შეიცვალა და ჩვენ ვნახეთ, რომ მათი ძირითადი რბილი ძალით საგარეო ჩარევის უზრუნველმყოფი სააგენტო USAID-ი დაიხურა და დღეს ამ ფულმა საგრძნობლად დაიკლო. ამიტომ, ჩვენ ვიღებთ მსგავს კარიკატურულ პროცესს და ინიციატივებს, რომ თურმე, უნდა ჩატარდეს სექტემბერში, სატელეფონო იქნება და ალბათ, დავით კეზერაშვილის რომელიღაც ქოლცენტრს გამოიყენებენ“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს

აშშ-ს აქვს გამოხატული შეცვლილი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და ეს არის უკრაინაში განვითარებული მოვლენების პირდაპირი გაგრძელება – გვმართებს პრაგმატულობა, რაციონალური მიდგომა, ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები