Corriere dello Sport წერს, რომ ჯერჯერობით “ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელთან კონტრაქტის გახანგლძრივების თაობაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს.
მოქმედი შრომითი ხელშეკრულება ქართველს “პარტენოპეისთან” 2027 წლამდე აკავშირებს და ის სეზონურად 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
“ნაპოლი” ჩვენებურს კონტრაქტის 2029 წლამდე გაგრძელებასა და ანაზღაურების 6 მილიონამდე გაზრდას სთავაზობს, მაგრამ ჯუღელი 8 მილიონს ითხოვს.
Corriere dello Sport გვაუწყებს, რომ “პარტენოპეის” სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანასა და ხვიჩას აგენტს შორის გადამწყვეტი შეხვედრა ახალ შრომით ხელშეკრულებაზე მოსალაპარაკებლად შესაძლოა, “მილანში” შედგეს.
29 ოქტომბერს “როსონერი” გასვლაზე სწორედ “როსონერის” ეთამაშება
და შესაძლოა, ამ თვის ბოლოს ხვიჩას კონტრაქტის ამბავი საბოლოოდ გაირკვეს, იქამდე კი მას “ნაპოლიში” ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვს.