საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილია – ითამაშებს თუ არა დოვბიკი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ

Football.ua-ს ინფორმაციით, უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი არტიომ დოვბიკი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.
ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებდა და დიდი კითხვის ნიშნები არსებობდა, მაგრამ “რომას” 27 წლის თავდამსხმელა ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო და შესაბამისად, ბათუმურ მატჩშიც სასტარტოში იქნება.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე სეზონში დოვბიკმა ყველა ტურნირზე 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 6 გატანილი გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში