საბოლოო გადაწყვეტილებას, ასევე, ვის რა წილი დანაშაული მიუძღვის ამ საქმეში, მიიღებს სასამართლო

საბოლოო გადაწყვეტილებას, ასევე, ვის რა წილი დანაშაული მიუძღვის ამ საქმეში, მიიღებს სასამართლო
საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით, ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ, მედიასთან ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ მ.
დეპუტატის თქმით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას, ასევე, ვის რა წილი დანაშაული მიუძღვის ამ საქმეში, სასამართლო მიიღებს.
„ის, რაც პროკურატურის ბრიფინგზე მოვისმინეთ, ნანახი გვაქვს პირდაპირ ეთერებშიც. ვნახეთ, საკანონმდებლო ორგანოს შენობაზე და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მცდელობა, „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება, პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა. საგარეო ფრონტზე კი ცალკე ხაზი ჰქონდათ გახსნილი – თითქოს საქართველო იყო შავი ხვრელი, არადა, შესაბამისი კომპეტენტური, მათ შორის, უცხოელი პარტნიორების მხრიდან დადებითი შეფასება გვქონდა – არავითარი შავი ხვრელი საქართველოში არ ფიქსირდებოდა. იყო სანქციებთან მიერთების მცდელობა, განცხადებები და რეზოლუციები, რომელსაც საქართველოდან ამარაგებდა აგენტურა, რომელიც მოუწოდებდა საზოგადოებას, ცალ ფეხზე მდგარიყო. ეს არის მტრული დამოკიდებულება, მაგრამ სამართლებრივი შეფასება უნდა გააკეთოს შესაბამისმა უწყებებმა. საბოლოო გადაწყვეტილებას, ასევე, ვის რა წილი დანაშაული მიუძღვის ამ საქმეში, მიიღებს სასამართლო,“ – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ხელოვნური კონსტრუქტი“, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია, თავისი არაარჩევითი ბიუროკრატიული მოხელეებით, აშშ-სგან საკუთარი „ღირებულებების“ პატივისცემას და სუვერენიტეტის დაცვას მოითხოვს

მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში – ახლა ველოდებით ამის აღსრულებასა და კონკრეტულ შედეგებს

ამერიკამ ლიბერალი ფაშისტების სანქცირება დაიწყო- ამათთვის სანქცირება სიკვდილს ნიშნავს, ჩემთვის კი პატივია, საქართველოს ინტერესების დაცვისათვის ბრძოლაში დასანქცირება გადამთიელი უცხოელებისგან