საბოლოოდ, ყველა დარწმუნდა, რომ ქართული სახელმწიფო არის ძლიერი – ირაკლი კობახიძე

ყველა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ქართული სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს და ვერავითარი შანტაჟით ვერავინ შეარყევს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწყვეს ომის იმიტაციის მცდელობა ქალაქის ქუჩებში, თუმცა ეს ომის იმიტაცია დასრულდა წარუმატებლად და ჩავარდა „ნაცმაიდნის“ მოწყობის მორიგი მცდელობა საქართველოში.
„მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამო გასული ერთი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები. ყველა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ქართული სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს და ვერავითარი შანტაჟით ვერავინ შეარყევს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს.
რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა საქართველოში „ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობა. უფრო მეტიც, მათ მოაწყვეს ომის იმიტაციის მცდელობა ჩვენი ქალაქის ქუჩებში, თუმცა ნახეთ, რომ ეს ომის იმიტაცია დასრულდა წარუმატებლად და ჩავარდა „ნაცმაიდნის“ მოწყობის მორიგი მცდელობა საქართველოში.
გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო მაიდნის მოწყობის ოთხი მცდელობა, თუმცა ამ ოთხივე მცდელობას სახელმწიფომ წარმატებით უპასუხა“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში