საბერძნეთში ცხოველებზე მოძალადეებს იარაღის ტარების უფლებას ჩამოართმევენ

საბერძნეთში იარაღის ტარებაზე ნებართვის გაცემის ახალი წესები ამოქმედდა. ახლა ნებართვას ვერ მიიღებენ პირები, რომლებიც ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის გასამართლებულები არიან ან გამოძიების ქვეშ იმყოფებიან – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ასევე გაუქმდება ასეთი პირებისთვის ადრე გაცემული ნებართვები. ადგილობრივი სპეციალისტები ცხოველთა მიმართ სისასტიკესა და ოჯახში ძალადობას შორის პირდაპირ კავშირს ხედავენ. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ცხოველისთვის ზიანის მიყენება, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მან შეიძლება ძალადობა გამოიჩინოს ადამიანების მიმართაც.