საბერძნეთში, ტურისტებისთვის გადასახადები მნიშვნელოვნად გაიზრდება

საბერძნეთში ტურისტული გადასახადები 2025 წლიდან საგრძნობლად გაიზრდება. „ევროპულსის“ ინფორმაციით, ასე იმედოვნებს მთავრობა იმ ზარალის კომპენსირებას, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ვიზიტორთა ნაკადი აყენებს ისტორიულ ადგილებსა და ბუნებას.
ტურისტები ახალი წლიდან დღიურ გადასახადს 2 ევროს გადაიხდიან მოქმედი 0,5 ევროს ნაცვლად, მაღალ სეზონზე კი – 8 ევროს 1,5 ევროს ნაცვლად. საკრუიზო გემების მგზავრებისთვის კი 20 ევრომდე გადასახადი შემოვა (ზუსტი თანხა დამოკიდებული იქნება კრუიზის დანიშნულების ადგილზე).