საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სალონიკში ძარცვის, ქურდობისა და ქონების დაზიანების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ბერძნული მედიის ცნობით, 36 წლის მამაკაცი ტანსაცმლის მაღაზიაში ქორდობის მცდელობისას შენიშნეს, რის შემდეგაც მაღაზიის მფლობელს ის ბასრი საგნით დაემუქრა. შემთხვევა 18 იანვარს მოხდა.
კაცი პოლიციამ ადგილზე დააკავა. როგორც საქმის მასალებიდან გაირკვა, დაკავებულმა იმავე დღეს ერთ-ერთ აფთიაქში შეჭრა სცადა, ხოლო ორი საკონდიტროდან ფული მოიპარა. თანხა მას ჩხრეკისას ამოუღეს და კანონიერ მფლობელებს დაუბრუნეს.
გამოძიების ცნობით, ამოღებულია სავარაუდოდ ქურდობისთვის საჭირო ინსტრუმენტები.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ