საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას ბერძნული გამოცემა ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ყაჩაღობა ქალაქ რეტიმინოს ცენტრალურ ნაწილში, 20 დეკემბერს მოხდა. 30 წლის ქართველმა და საბერძნეთის 40 წლის მოქალაქემ, დანის მუქარით, ირანის მოქალაქე დააყაჩაღეს და 30 ევრო გასტაცეს.
ბერძნული მედიის ცნობით, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დამნაშავეები მალევე დააკავეს.