საბერძნეთის პოლიციის ცნობით, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, დაზიანდა სამინისტროს შენობა.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ერთ-ერთმა ბერძნულმა გაზეთმა სამინისტროს ტერიტორიაზე ბომბის განთავსების შესახებ სატელეფონო ზარი მიიღო, რის შემდეგაც გაზეთმა ინფორმაცია პოლიციას აცნობა. პოლიციელებმა კი მოწყობილობის აფეთქებამდე სამინისტროს ტერიტორიას ალყა შემოარტყეს.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.