საბერძნეთში, მესამე დღეა, ტყის ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ

საბერძნეთში აგრძელებენ ხანძრის ჩაქრობას, რომელიც უკვე მესამე დღეა კორინთის რეგიონის მწვანე სივრცეებში გრძელდება, ამის გამო ახალი ევაკუაციები გამოცხადდა. ამის შესახებ Kathimerini იტყობინება, წერს „ევროპეისკაია პრავდა“.
კორინთის ყურის სანაპიროზე ტყეში ხანძარი კვირა საღამოდან გრძელდება, რამაც ორი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.
ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია 390 მეხანძრე და ასზე მეტი ტექნიკა, ასევე სხვა სამთავრობო და მოხალისეთა სტრუქტურები. ორშაბათს დაშავდა ორი მეხანძრეც, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან.
სახანძრო ბრიგადის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ცეცხლი სახლებთან არ მიუშვან. რამდენი სახლი უკვე დაიწვა.
სამშაბათს დილით სოფელ სოფიანას მცხოვრებლებმა, მეზობელ სოფელ რეტიში ევაკუაციის მითითება მიიღეს.
კორინთიდან პატრასკენ მიმავალი მნიშვნელოვანი საავტომობილო გზა, რომელიც ორშაბათის ღამედან ხანძრის გამო ჩაკეტილი იყო, კვლავ გახსნილია სამოძრაოდ.
ზოგიერთ მიმდებარე სოფელში სკოლები უსაფრთხოების მიზნით სამშაბათს, 1 ოქტომბერს დაკეტილი დარჩება.