საბერძნეთში მაღალი ტემპერატურის გამო ათენის აკროპოლისი დღის საათებში დაიხურება – Washington Post

მაღალი ტემპერატურის გამო ათენის აკროპოლისი დღის საათებში ხუთი საათით დაიხურება. ამავე მიზეზით ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში ათობით სკოლა დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post აქვეყნებს.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა ტურისტული სეზონის პიკია, მაღალი ტემპერატურის გამო ათენში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლადაა შემცირებული. ვარაუდობენ, რომ მომდევნო დღეებში საბერძნეთის ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა 43 გრადუსს მიაღწევს. ოფიციალური უწყებები ტყის ხანძრებსაც ელოდებიან და გაძლიერებულ მზადყოფნაში არიან.