საბერძნეთში ექსპორტი 92%-ით გაიზარდა – 5 პროდუქტი

საბერძნეთში ექსპორტი 92%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ საბერძნეთში 26 397.3 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში საბერძნეთში ექსპორტი 13 782.9 ათას დოლარს შეადგენდა. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის 11 თვეში საქართველოდან საბერძნეთში განხორციელებულ ექსპორტში დიდი წილი ფეროშენადნობებზე მოდის.
5 პროდუქტი, რასაც საქართველო საბერძნეთის ბაზარზე ყიდის:
· ფეროშენადნობები – 12 964.2 ათასი დოლარი;
· თხილი და სხვა კაკალი – 5 709.6 ათასი დოლარი;
· ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან – 3 811.5 ათასი დოლარი;
· ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 634.5 ათასი დოლარი;
· ხილისა და ბოსტნეულის წვენები – 563.5 ათასი დოლარი;
აღსანიშნავია, რომ 2025 წელი რეკორდული აღმოჩნდა საქართველოს მიერ საბერძნეთში პროდუქციის ექსპორტის ღირებულების თვალსაზრისით.
businessinsider.ge