საბერძნეთში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში, ორშაბათს, 7 ოქტომბერს, ორი დაფიქსირდა – ერთი ქალაქ თებესთან, ხოლო მეორე კუნძულ კრეტაზე. „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ამის შესახებ Kathimerini ათენის ეროვნულ ობსერვატორიასთან არსებულ გეოდინამიკის ინსტიტუტზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც მითითებულია, 4,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე ცოტა ხნის შემდეგ, თებეს სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 4 კილომეტრში, 18,7 კილომეტრის სიღრმეზე. ბიძგები ათენშიც იგრძნობოდა.
ასევე ორშაბათს დილით, იგივე მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა კუნძულ კრეტაზე. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.