საბერძნეთმა ნორმა დააკანონა, რომელიც 13 საათიანი სამუშაო დღის დაწესებას დაუშვებს

საბერძნეთმა ნორმა დააკანონა, რომელიც 13 საათიანი სამუშაო დღის დაწესებას დაუშვებს
საბერძნეთის პარლამენტმა ხუთშაბათს, 16 ოქტომბერს, დაამტკიცა ახალი შრომის კანონმდებლობა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, გამონაკლის შემთხვევებში 13-საათიან სამუშაო დღესაც დაუშვებს, – ამის შესახებ ბერძნული მედიასაშუალებები, მათ შორის Liberal, Metaforespress და Ta Nea იუწყებიან.
ამგვარად, საბერძნეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 13-საათიანი სამუშაო დღე შემოიღო.
შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს კანონპროექტი სახელწოდებით „სამართლიანი სამუშაო ყველასთვის“ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შემდეგ დამტკიცდა. დებატები პროფკავშირებისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან მკაცრი კრიტიკის ფონზე წარიმართა.
პროფკავშირებმა რეფორმის წინააღმდეგ ამ თვეში ორი საყოველთაო გაფიცვა მოაწყვეს, რომელთაგან ბოლო სამშაბათს გაიმართა.
ვრცლად liga.net – ზე

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა