საბერძნეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, უნგრეთმა და საფრანგეთმა უარი განაცხადეს ს მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე – ესე იგი, თავად აქვთ უფლება, რომ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღონ, რა მოუტანთ სარგებელს და რა დააზიანებთ. საქართველომ კი, ეკონომიკური ხარაკირი უნდა გაიკეთოს

საბერძნეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, უნგრეთმა და საფრანგეთმა უარი განაცხადეს ს მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე – ესე იგი, თავად აქვთ უფლება, რომ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღონ, რა მოუტანთ სარგებელს და რა დააზიანებთ. საქართველომ კი, ეკონომიკური ხარაკირი უნდა გაიკეთოს
საბერძნეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, უნგრეთმა და საფრანგეთმა უარი განაცხადეს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე. საბერძნეთმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ქვეყანა მნიშვნელოვან სარგებელს იღებს რუსი ტურისტებისგან. ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარიშვილი წერს სოციალურ ქსელში.
შაქარიშვილის განცხადებით, ცალკეულ ევროპულ ქვეყნებს აქვთ იმის უფლება, რომ თავად გადაწყვიტონ რა იქნება მათთვის სარგებლის მომტანი და რა არა, ხოლო საქართველომ „ეკონომიკური ხარაკირი უნდა გაიკეთოს“, რაც შაქარიშვილისთვის ამაზრზენია. „ საბერძნეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, უნგრეთმა და საფრანგეთმა უარი განაცხადეს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე. საბერძნეთმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ქვეყანა მნიშვნელოვან სარგებელს იღებს რუსი ტურისტებისგან. ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის…
ესე იგი, თავად აქვთ უფლება, რომ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღონ, რა მოუტანს მათ ქვეყნებს სარგებელს და რა დააზიანებს. საქართველომ კი, ეკონომიკური ხარაკირი უნდა გაიკეთოს და ომშიც მათ მაგივრად უნდა გაწიროს თავი… ამაზრზენია, ევროკავშირის და ცალკეული ქვეყნების მთავრობების მხრიდან ეს ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური ფარისევლობა! P.S. ამ ფონზე კიდევ უფრო ტრაგიკომიკური ხდება მსჯელობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით…“,- წერს ვატო შაქარიშვილი.
Next: “ქართული ოცნების” ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა, საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებთან და პროპორციული სიის წევრებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ასევე დაგაინტერესებთ

ადამიანის უფლებათა კონვენციის თანახმად, სასამართლოსთვის მიმართვა ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, ევროსაბჭოს მომხსენებლები კი „ქართულ ოცნებას“ სწორედ სასამართლოში სარჩელის შეტანის გამო აკრიტიკებენ

საკმარისზე მეტი დრო გავიდა იმისათვის, რომ გამოჩენილიყო, პრეზიდენტ ტრამპის ბაქიბუქის უკან, რეალური ბრძოლა “დიპ სტეიტთან” არ დგას, უფრო მეტიც – ტრამპი დღემდე ასრულებს ოლიგარქიული ოჯახების და მათი ინსტრუმენტის, “დიპ სტეიტის” დავალებებს

ერთადერთი, რასაც ჯერ-ჯერობით ეს კომპრადორები ვერ რისკავენ არის მათი მიზნების ხმამაღლა გაჟღერება – მათ ამოძრავებს საქართველოს იმპერიათა კოლონიალურ ტენდერში გატანის სურვილი: ევრო-ლგბტ-კავშირი, რუსეთი თუ თურქეთი