საბერძნეთის საუკეთესო პლაჟები

ჰაერის ძალიან მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, 2024 წლის ზაფხულში საბერძნეთის სანაპიროები ევროპაში დასვენების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად რჩება.
მსოფლიოს უდიდესმა სამოგზაურო სახელმძღვანელოს გამომცემელმა Lonely Planet-მა საბერძნეთის 14 საუკეთესო პლაჟი დაასახლა, რომელიც წელს მოგზაურების ყურადღებას იმსახურბს.
რეიტინგს სათავეში მოხვდა პალეოკასტრიცას სანაპირო, კუნძულ კერკირას (კორფუ) ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, იონიის ზღვაში. როგორც რეიტინგის ავტორები აღნიშნავენ, პალეოკასტრიცას პოპულარული საკურორტო ზონა, რომელიც კორფუს ქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით 23 კმ-ში მდებარეობს, თითქმის 3 კმ-ზე ვრცელდება.
პლაჟი უკიდურესად პოპულარულია სეზონის პიკზე და სანაპიროზე პირსახოცის დასაფენადან ადგილის პოვნა სერიოზული გამოწვევაა.
საბერძნეთის 14 საუკეთესო პლაჟის სია ასეთია:
1. პალეოკასტრიცა, კორფუ
2. ფალასარნა, კრეტა
3. აპელა, კარპათოსი
4. ნავაგიო, ზაკინთოსი
5. ვოიდოკილია, მესინა
6. პლატის გიალოსი, მიკონოსი
7. კუკუნარი, სკიათოსი
8. მირტოსი, კეფალონია
9. კოკინი, სანტორინი
10. ელაფონისი, კრეტა
11. პოტამი, სამოსი
12. კონცხი პოსიდი, კასანდრას ნახევარკუნძული
13. სეიშელის კუნძულები, იკარია
14. პრასონისი, როდოსი