საბერძნეთის კუნძულ ლესბოსთან სატვირთო გემი ჩაიძირა – დაიღუპა 1 ადამიანი, 12 დაკარგულად ითვლება

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსთან სატვირთო გემი ჩაიძირა. დაიღუპა 1 ადამიანი, 12 დაკარგულად ითვლება.
გემს სტამბოლში მარილი გადაჰქონდა და მასზე ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა.
საბერძნეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციის შედეგად ვერტმფრენის დახმარებით მხოლოდ ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. რა გახდა ხომალდის ჩაძირვის მიზეზი – დაწყებულია ძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა – ავაზაკების კრიტიკა ერთია, მაგრამ ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე