საბერძნეთის იმედად – საქართველოს ნაკრების ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დამარცხდა

ევრობასკეტის მეხუთე, ბოლო ტურში, C ჯგუფში, საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან 76:84 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა თამაში ბოლდუინის, სანაძის, მამუკელაშვილის, შენგელიასა და ბითაძის ხუთეულით დაიწყო.
თამაში ბოსნიელთა უპირატესობით წარიმართა, საქართველოს ნაკრებმა არაერთი შეცდომა დაუშვა, რითაც მეტოქემ მრავალჯერ ისარგებლა. პირველი მეოთხედი ბოსნიელებმა მოიგეს, მათი დომინაცია კი მეორე მეოთხედშიც გაგრძელდა. ბოსნია და ჰერცეგოვინას ლიდერმა იუსუფ ნურკიჩმა პირველ ტაიმში 8 ქულა დააგროვა, ედინ ატიჩმა კი 11.
საქართველოს ნაკრებიდან გოგა ბითაძემ პირველ ტაიმში 9 ქულა დააგროვა. სამწუხაროდ მატჩი ცუდად დაიწყო თორნიკე შენგელიამ, ნაკრების კაპიტანმა ტაიმი 2 ქულით დაასრულა.
ჯიკიჩის გუნდს პირველ ტაიმში ჯამში 5 დაკარგვა ჰქონდა. პირველი ტაიმი ბოსნია-ჰერცეგოვინას გამარჯვებით 47:35 დასრულდა.
მეორე ტაიმში ბოსნიელებმა კიდევ უფრო მოუმატეს, მათ პერიმეტრიდან 14-სამქულიანი ჩაგვიგდეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები მეტოქეს არაერთხელ მიუახლოვდა, ჯიკიჩის გუნდმა მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა. ქართველთაგან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა, კამარ ბოლდუინმა 18 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა, გოგა ბითაძემ საქართველოს ნაკრებს 15 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი შესძინა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი იუსუფ ნურკიჩი გახდა, ვეტერანმა ცენტრმა 15 ქულა, 11 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა 2 გამარჯვებითა და 3 მარცხით დაასრულა და მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას მხოლოდ ერთ შემთხვევაში გააგრძელებს. თუ დღეს საბერძნეთის ნაკრები ესპანეთს დაამარცხებს, ამ შემთხვევაში C ჯგუფიდან საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და საქართველოს ნაკრები გავლენ, თუ ესპანელება ბერძნებს სძლიეს, მაშინ ევრობასკეტს გამოვეთიშებით.
საბერძნეთისა და ესპანეთის დაპირისპირება თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
· ირაკლი ზოგიერთ კალათბურთელს ფიზიკური, ზოგიერთს ფსიქოლოგიური(გვარს არ დავასახელებ), ზოგიერთს კიდევ კალათბურთთან აქვს პრობლემა. რავიცი ეს გუნდს არ ჰგავდა
· SOS ასე იცის წინასწარმა ბაქი-ბუქმა უკვე მერამდენე შემთხვევაა რომ გადამწყვეტ თამაშებს ვერ იგებენ,ასე იყო წინა ევრობასკეტზეც,როცა მონტენეგროს და ბულგარეთს ვერ მოვუგეთ და ჯგუფში ჩავრჩით!!
· საბა რატომ უჭირს შენგელიას გადამწყვეტი თამაშების კარგად თამაში ნაკრებში??
· ჯონი საერთოდ როგორ მოვხდით ევროპის შემპიონატზე (((( ჟილკა არ აქვს ნაკრებს (( რა ჯგუფიდან გასვლა …
· თფუ ბლიად ნეტა ესპანეთისთვისაც არ მოეგოთ. სამქულიანს ვერ ესვრის ვერცერთი დაბალი, 8 შეტევიდან ზედიზედ ერთ ქულას ვერ იღებ, კომბინაცია რომ არ გაქვს და 24 წამი ფაფხურში გადის. სულ რომ გათვათრიოს საბერძნეთმა იქ რა ჯანდაბა უნდათ ამათ
· kalatburti დიდად არ მესმის კალათბურთი მაგრამ თუ ვინმეს (უცხოელს) იწვევ ნაკრებში, მაგალითად ბოლდუინი, სამ ქულიანებს ვერ ისვრის, ბურთს აყოვნებს და რია გამო აქ?..
· Roberti შენგელიამ გააფუჭა თამაში.
· ფეოლა დიდებული სისტემაა ოლიმპიური სისტემა.წააგებ გავარდები
· R. M. ჯაკიჩი ყოფილა 0 გაუშვით პენსიაზე…
[VIDEO] – 41 საბერძნეთთან – საქართველოს ნაკრებს ფინალის ტოლფასი ორი მატჩი ელოდება
კარგი ამბავი – FIBA-მ შენგელიას მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია არ მისცა
“როგორ მოექცნენ იტალიასთან ჩვენს კალათბურთელებს მსაჯები და მიუღებელ კალენდარზე” – რა თქვეს ბურჯანაძემ და ჯიკიჩმა ნამატჩევს
ბიჭი ბადიაურიდან: რთული ბავშვობა, ბრძოლა გადარჩენისთვის და გზა ვარსკვლავობამდე – “ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ჩემიანებს აღარასოდეს მოუწევთ ლუკმა-პურის საშოვნელად მუშაობა”
[VIDEO] – 41 საბერძნეთთან – საქართველოს ნაკრებს ფინალის ტოლფასი ორი მატჩი ელოდება
“წავაგეთ გუნდთან, რომლის ერთი ლიდერი “ხულიგანს” ჰგავს, მეორეს კი არითმია აქვს” – ესპანეთი გაოგნებულია
დეტალური განხილვა – ქართველი კალათბურთელების შეფასება
[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი – საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
“როგორ მოექცნენ იტალიასთან ჩვენს კალათბურთელებს მსაჯები და მიუღებელ კალენდარზე” – რა თქვეს ბურჯანაძემ და ჯიკიჩმა ნამატჩევს
მორიგი სენსაცია ევრობასკეტზე – ბოსნია და ჰერცეგოვინამ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა
საქართველოსთან მარცხის შემდეგ ესპანეთმა ხასიათი გამოისწორა – სკარიოლოს გუნდმა ბოსნია და ჰერცეგოვინა გაანადგურა