საბერძნეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია

დღეს 26 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში ვილი სანიოლის გუნდი “დინამო არენზე” საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ნაკრების სამატჩო განაცხადი ცნობილია.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი

მცველები: ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი

ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან შენგელია, ჯაბა კანკავა, გიორგი წიტაიშვილი

თავდამსხმელები: , გიორგი ქვილოთაია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე