საბერიოში მომხდარ ტრაგედიას წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ეხმაურება

“სრულიად საქართველო შეძრა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბავშვები, გარკვეული პერიოდი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყოუშის საბავშვო ბაღში დადიოდნენ. მწუხარებას გამოვთქვამთ, მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს , ახლობლებს,-ასე გამოეხმაურა საბერიოში მომხდარ ტრაგედიას წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია.
საღამოს კი, სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის ორგანიზებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, წალენჯიხაში, საოკუპაციო გამყოფ ხაზზე, სანთლებით ხელში პატივი მიაგეს გარდაცვლილ პატარებს. დაგმეს ოკუპაცია და უუნარო ს ავტონომიური რესპუბლიკისა და აფახაზეთის მთავრობის სტრუქტურები.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – უკრაინა განიცდის გაუმართლებელ აგრესიას, 2008 წლიდან რუსეთის აგრესიის სამიზნეა საქართველოც – მის მავნე ქმედებებს სჭირდება სათანადო პასუხი, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ვიყოთ ძლიერები