„საბა სხვიტარიძის ამბავი უმძიმესია – ჰქონდა ტვინის შერყევა, არ უშვებდნენ საპირფარეშოში, არ მოუყვანეს ექიმი, არ აძლევდნენ ადვოკატის მიყვანის საშუალებას” – ნიკა გვარამია

„საბა სხვიტარიძის ამბავი უმძიმესია – ჰქონდა ტვინის შერყევა, არ უშვებდნენ საპირფარეშოში, არ მოუყვანეს ექიმი, არ აძლევდნენ ადვოკატის მიყვანის საშუალებას” –
ნიკა გვარამიამ ციხეში რეჟიმის ტყვეები, მათ შორის, საბა სხვიტარიძე მოინახულა, გვარამია აცხადებს:
„საბას ამბავი უმძიმესია. ადამიანი არის ორჯერ ნაცემი, მათ შორის ქალი გამომძიებლის თანდასწრებით, ჰქონდა ტვინის შერყევა, არ უშვებდნენ საპირფარეშოში, არ მოუყვანეს ექიმი, არ მისცეს ადვოკატის მოყვანის შესაძლებლობა და მეორე ექიმმა, ასევე, ქალმა, “კაპეზეზე” უთხრა, რომ საჭირო არ იყო მისთვის სასწრაფოს გამოძახება, იმიტომ, რომ სასწრაფო დააოქმებდა არსებულ ვითარებას, ადამიანი, რომელმაც მის თვალწინ აღებინა პარკში იმიტომ, რომ ტუალეტში ამისთვისაც არ გაუშვეს.
უმძიმესი ვითარებაა, ჩვენ გვყავს მწამებელი პოლიციელები მარტო გარეთ კი არა, შიგნით, განსაკუთრებული სისასტიკით აწამებენ ადამიანებს. რეალურად, ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს ხალხი უნდა მოვიშოროთ, სხვა შანსი არ გვაქვს, ჩვენ არ გვყავს პოლიცია, რომელიც ჩვენზე ზრუნავს, პირიქით”…

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მივმართავთ უკრაინას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად – პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ სურთ, ქართული მხარე იძულებული გახდეს, ისინი სახელმწიფო საზღვარზე დაუშვას

სალომე ზურაბიშვილი ტრამპს, ფაშინიანს და ალიევს – თქვენი წარმატება კავკასიაში მშვიდობისა და პროგრესის წარმატებაა – ქართველებმა მშვიდობისა და დამოუკიდებლობის ფასი იციან და ამ დიდ მიღწევას აფასებენ