საბა საზონოვი „ტორინოდან“ მიდის და კარიერას ლა ლიგის „ხეტაფეში“ განაგრძობს, ქართველი ფეხბურთელი ესპანურ გუნდში იჯარით ითამაშებს – ამის შესახებ ინფორმაციას Toronews-ი ავრცელებს.
„ქართველი მცველი იტალიის ფარგლებს გარეთ ახალი თავგადასავლისთვის ემზადება. საბა საზონოვი გასულ სეზონში იჯარით „ემპოლიში“ გადავიდა, მაგრამ ჯვარედინი იოგების ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა და „ტორინოში“ დაბრუნდა.
თუმცა ტოსკანელები დაცვით როტაციებში საზონოვს თითქმის არ განიხილავენ. ამიტომ მან სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, შესაძლოა, „ტორინო“ დატოვოს. ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მცველი ესპანეთში გადასვლასთან ახლოსაა – ის, სავარაუდოდ, ახალ სეზონში „ხეტაფეს“ მაისურით ითამაშებს.
„ხეტაფე“ ქართველ მცველს იჯარით დაიმატებს, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ გამოსყიდვის უპირატეს უფლებას მიიღებს“, – წერს Toronews-ი.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონი „ხეტაფემ“ კარგად დაიწყო და სამი ტურის შემდეგ ექვსი ქულით მე-6 პოზიციაზეა. გიორგი მიქაუტაძის შემდეგ საბა საზონოვი საქართველოს ნაკრების მეორე ფეხბურთელი იქნება, ვინც ახალ სეზონში ესპანეთის მთავარ ლიგაში ითამაშებს.
პირველი არხი
