საბა კვირკველიამ “ტორპედო” დატოვა, – ეს ამბავი ქუთაისური კლუბის პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ “სარბიელის” პოდკასტში სტუმრობისას გაამხილა.
33 წლის ცენტრალური მცველი “ტორპედოში” ამ წლის დასაწყისში, თბილისის “დინამოდან” გადაბარგდა და ყველა ტურნირი ფარგლებში 25-ჯერ მოირგო ქუთაისური კლუბის მაისურა, გაიტანა 2 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.
ბოლო პერიოდში ის ვეღარ ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში, რაც განშორების საფუძველი გახდა. კვირკველიას აღარც ვილი სანიოლი იწვევდა ეროვნულ ნაკრებში, რომლის შემადგენლობაშიც გამოცდილმა მცველმა 62 მატჩი ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზა.
ვფიქრობთ, ის ჯერ კიდევ ბევრ ქართულ კლუბს გამოადგებოდა. ყველაზე ნაყოფიერი კარიერა კი მას ჰქონდა რუსეთში, სადაც “რუბინისა” და “ლოკომოტივის” შემადგენლობაში 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, ჩემპიონიც გახდა (“ლოკომოტივი”, 2018) და ორჯერ (2014 – “რუბინში”, 2018 – “ლოკომოტივში”) სეზონის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
რა ხდება ბათუმის “დინამოში”?
სირილ ედუძიმ გორის “დილა” დატოვა
ყველას დონკიხოტობას ვერ მოსთხოვ!
“ტორპედომ” ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? – ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან…
“საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია” – რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს – ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში…
საბა კვირკველია თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი გახდა
“კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს…” – სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა



