საბა გოგლიჩიძე, რომლის შეძენითაც „ბეტისი“ დაინტერესდა, თავის პოზიციაზე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება – El Desmarque

„ემპოლის“ 21 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე „ბეტისის“ სატრანსფერო სიაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მოიხსენიება, – ამის შესახებ El Desmarque წერს.
„„ბეტისი“ აქტიურად ეძებს პერსპექტიულ ცენტრალურ მცველს, რომელიც მარკ ბარტრას, სერხიო ლორენტეს და ჩადი ნათანს კონკურენციას გაუწევს. მას შემდეგ, რაც „ვერონამ“ დანიელე ჯილარდის გაყიდვაზე უარი თქვა, „ბეტისმა“ ყურადღება სხვა კანდიდატებისკენ მიაპყრო.
ანდალუსიური კლუბის სიაში არიან ხაკობო რამონი (მადრიდის „რეალი“), აარონ ანსელმინო („ჩელსი“) და საბა გოგლიჩიძე („ემპოლი“). მათგან რომელი გააძლიერებს „ვერდიბლანკოსის“ დაცვის ხაზს? თავის პოზიციაზე გოგლიჩიძე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ მიიჩნევა.
21 წლის ცენტრალური მცველი საქართველოს ნაკრების წევრია და „ემპოლის“ ეკუთვნის. 1.92 მეტრი სიმაღლის ფეხბურთელი კიდევ ერთი სახელია, რომელსაც ანდალუსიური კლუბის სპორტული დირექტორატი სერიოზულად განიხილავს“, – წერს გამოცემა.
1tv.ge