საბა ბუაძე – როგორც ჩანს, ივანიშვილს ხელისუფლების შენარჩუნება გაყალბებითაც ვეღარ წარმოუდგენია, ამიტომ გამოსავალია ოპოზიციის აკრძალვა – „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე სამარცხვინო ნაწილი პირდაპირ შეისისხლხორცა „ქართულმა ოცნებამ“

როგორც ჩანს, ივანიშვილს ხელისუფლების შენარჩუნება გაყალბებითაც ვეღარ წარმოუდგენია, შესაბამისად ერთადერთი გამოსავალი ფორმალურად პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვაა – „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე სამარცხვინო ნაწილი პირდაპირ შეისისხლხორცა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა საბა ბუაძემ, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკნის საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტი პარტიების“ აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
საბა ბუაძის თქმით, მმართველ პარტიას საქართველოს ბელარუსად გადაქცევა გაუჭირდება, თუმცა ეს საფრთხე რეალურია.
„როგორც ჩანს, ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნება გაყალბებითაც ვეღარ წარმოუდგენია, შესაბამისად ერთადერთი გამოსავალი ფორმალურად პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვაა. ეს კი ვერ დაეხმარება ხელისუფლების შენარჩუნებაში. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე სამარცხვინო ნაწილი პირდაპირ შეისისხლხორცა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“. ყველანაირი დანაშაულის შემსრულებლები სრულ უნისონში არიან ივანიშვილთან, რომლებიც დღეს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვიან. მათ საქართველოს ბელარუსად გადაქცევა გაუჭირდებათ, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს საფრთხე რეალურია.
არჩევნებზე თბილისმა კალაძესა და ივანიშვილის უარი უთხრა ამ გაყალბების ფონზეც კი. „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო ფალსიფიკაციის მიუხედავად დიდი ქალაქებში უმრავლესობის მოპოვება ვერ მოახერხეს. ეს კი მათთვის მკაფიო სიგნალია. „ქართული ოცნებაში“ გამორჩეულად სამარცხვინო სახეა, კარგად გვახსოვს სააკაშვილის ხოტბას როგორ ასხამდა და დღეს მის დიდ კრიტიკოსად გვევლინება. მაგრამ ჩვენი მთავარი სამიზნე არა თვითმმართველობის , არამედ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.
მე არ ვიცი, თუ რა ხდება ივანიშვილის თავში, ძალიან სერიოზული კრიზისია ქვეყანაში და ეს ახალი საპარლამენტო არჩევებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ვერ გადაილახება. როგორც ჩანს, მას [ს] განზრახული აქვს, რომ არსებული ტყვეების რაოდენობას სხვებიც დაამატოს, ამას უკავშირდება სწორედ ის აბსურდი, რომელიც ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაიწყეს“,- განაცხადა საბა ბუაძემ.
ასევე პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტში მიმდინარე „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, კომიკურია ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისთვის შექმნილმა კომისიამ ერთ-ერთი პირველები გამოკითხვაზე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა.
„ყველაზე კომიკური ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ჩადენილ დანაშაულებებზეა კომისია შექმნილი და პირველები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გამოიძახეს. თუ საუბარია წინა ხელისუფლებების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე, პირველი იმ განსასჯელის სკაზე თავად წულუკიანი უნდა იჯდეს, ეს ტრანსფორმირებული, მოდერნიზებული ჩეკისტი და ინტელექტუალურად და მორალურად გაკოტრებული პოლიტიკური არარაობა, რომელიც ივანიშვილისთვის შოუებს დგამს. გამოაგდეს მთავრობიდან და ახლა საბჭოთა ტიპის ინკვიზიტორის როლი მიუჩინეს, რომელიც მისთვის ზედგამოჭრილია.
თუ ამდენი დანაშაული იყო გამოსაძიებელი იუსტიციის მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი რას აკეთებდნენ, წულუკიანი, რომელმაც 13 წლის განმავლობაში ვერაფერი და არაფერი გააკეთა. ეს კი იმისთვის ხდება, რომ რეალური პრობლემები გადაიფაროს. „ქართულმა ოცნებამ“ ვერანაირი კრიზისი ვერ გადაფარა, ვერც “MEGOBARI აქტი“, ახლა კი ტემპერატურის აწევას ცდილობენ.
, ადეიშვილის მოადგილე – გივი მიქანაძე მეუბნება, რომ პოლიტიკური წარსულით დამძიმებული ადამიანი ვარ? ეს ხალხი უთავმოყვარეო, პოლიტიკურად გაკოტრებული უსინდისოები არიან. ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ვერავის ვერ აკრძალავენ, ქართველი ხალხი აკრძალვას ამ მოღალატეობრივ სამარცხვინო ძალას, რომელიც არყევს ამ ქვეყანაში სტაბილურობას და მშვიდობიან განვითარებას, რომელიც აბრკოლებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და პირდაპირ შეკრულია მტერთან და ასრულებს საქართველოში რუსულ დავალებებს.
ეს ხალხი მიიღებს პასუხს ქართველი ხალხისგან და ვინ რა ფორმით და როგორ აიკრძალება, ამას კარგად ნახავენ! ქართველი ხალხის აკრძალვა შეუძლებელია, ჩვენ სწორედ ქართველ ხალხს წარმოვადგენთ, შესაბამისად, ეს უზურპატორი უმცირესობა, პუტინის რუსეთთან შეკრული ვერავის ვერ აკრძალავს და ვერ შეაჩერებს ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას! ამას შესაბამისად ვუპასუხებთ! ასეთი შეშინებულის, სუსტისა და დამფრთხალის პოზიციიდან უწევთ საუბარი, იმაზე რომ ვიღაცას აკრძალავენ. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ პროტესტს მხარი დავუჭიროთ.“,- განაცხადა საბა ბუაძემ.
ასევე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი, -ს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მიღებულ “MEGOBARI აქტსაც“ გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს აქტი ქართველი ხალხის მიმართ გზავნილია, რომ ამერიკელი პარტნიორები ქართველი ხალხის ბრძოლას მხარს უჭერენ.
„ივანიშვილის პროპაგანდამ მარცხი განიცადა. აქტი ახალი ადმინისტრაციისა და გუნდის პოზიციას გამოხატავს. შარშანდელი თოვლივით გაქრა მათი [„ქართული ოცნების] პროპაგანდა, რომ ვინმესთან დალაგდებიან. ახლა ივანიშვილის ერთადერთი იმედია, რომ აშშ ამ რეგიონიდან გავა. პირადად ივანიშვილი დასანქცირებულია, ვახტანგ გომელაური “მაგნიტსკის სიის” საფუძველზეა დასანქცირებული, შესაბამისად სანქციების მოლოდინი უნდა გვქონდეს, მაგრამ მთავარი საქმე აქ არის გასაკეთებელი ქართველი ხალხის მიერ, პროტესტისა და არ შეგუების გზით“, – განაცხადა საბა ბუაძემ.