საბა ბუაძე – კალაძე და თბილისის მერია ჩვენი ქალაქის ბიუჯეტს ეპყრობა, როგორც საკუთარ ჯიბეს – ჰგონიათ, როგორც თავად გადაწყვეტენ, შეუძლიათ ვიღაცას გაუფორმონ ხელშეკრულება და ვიღაცას შეუწყვიტონ

კალაძე და თბილისის მერია ჩვენი ქალაქის ბიუჯეტს ეპყრობა, როგორც საკუთარ ჯიბეს და ჰგონიათ, რომ როგორც თავად გადაწყვეტენ, შეუძლიათ ვიღაცას გაუფორმონ ხელშეკრულება და ვიღაცას შეუწყვიტონ, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის საკრებულოს წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა, რითაც თბილისის მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, თბილისის მერიამ თავიდანვე დაიქირავა ისეთი კომპანია, რომელიც „წინასწარ ყველამ იცოდა, რომ ამ სამუშაოებს ჯეროვნად ვერ შეასრულებდა“.
„კალაძე და თბილისის მერია ჩვენი ქალაქის ბიუჯეტს ეპყრობა, როგორც საკუთარ ჯიბეს და ჰგონიათ, რომ როგორც თავად გადაწყვეტენ, შეუძლიათ ვიღაცას გაუფორმონ ხელშეკრულება და ვიღაცას შეუწყვიტონ. სინამდვილეში, ყველა, განსაკუთრებით იქ მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელი, კარგად ხვდებოდა, რომ ამ სამუშაოებზე იყო პრობლემები, თბილისის მერია ამ პრობლემებს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი ჯეროვნად მიმდინარეობდა და წერეთლის რეაბილიტაცია მოხდებოდა დათქმულ ვადაში და გაიხსნებოდა იანვრის ბოლოს, მაგრამ ყველამ კარგად ვნახეთ, რომ არსებობს პრობლემები. ეს პრობლემები თბილისის გადასახადის გადამხდელს და თბილისის მოქალაქეებს დაუჯდათ კიდევ დამატებითი თანხა, რაც თბილისის მერიის დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობაა, რომელმაც დაიქირავა კომპანია, რომელიც წინასწარ ყველამ იცოდა, რომ ვერ შეასრულებდა ამ სამუშაოებს ჯეროვნად. ახლა დღეებით ადრე გაირკვა, რომ პრობლემა არის, რაც რასაკვირველია საზოგადოების მოტყუება და შეურაცხყოფაა. ახლა ტენდერის გარეშე გააფორმეს ხელშეკრულება რომელიღაც კომპანიასთან, რომ ვითომ დროულად დასრულდეს ეს სამუშაოები მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობა ამ გაფუჭებულ საქმეზე არის პირდაპირ თბილისის მერზე, ზე“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ახმედ ალილი – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე – ვერანაირად ვერ გახდა ქართველი, აიღო ქართული პასპორტი, აქვს ქართული სისხლი ძარღვებში, მაგრამ არ აქვს ქართული გონი, სული და ხასიათი, არ აქვს ბმა იმასთან, რაც ნიშნავს, იყო ამ ქვეყნის შვილი

შალვა პაპუაშვილი 17 ევროპული ქვეყნის განცხადებაზე – ესაა უსტანდარტობა ქვეყნის მიმართ, რომელსაც ვიღაც დაბალ ღობედ თვლის – მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს